პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი საბროკერო კომპანია ICAP-ის საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ. სამეფო წყვილი უკვე წლებია სხვადასხვა ფინანსურ გარიგებაში მონაწილეობს, მოძიებული თანხები კი საქველმოქმედო ორგანიზაციებში ირიცხება.
ფირმაში მისულ პრინცს და ჰერცოგინიას ადმინისტრაციამ ოფისი დაათვალიერებინა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის თანამშრომლები ანიმატორების ფორმაში დახვდნენ უილიამსა და კეიტს, მამაკაცები კი ქუსლებზე იდგნენ, რამაც კეიტის მხიარულება გამოიწვია.