კეიტ უინსლეტი HBO-ს ახალ პროექტში გამოჩნდება. გაირკვა, რომ მინი-სერიალს, რომელშიც ლეგენდარული ,,ტიტანიკის” ვარსკვლავს ვიხილავთ, Mare of Easttown ჰქვია.
აღსანიშნავია, რომ ,,ოსკაროსანი” მსახიობი, სატელევიზიო შოუს პროდიუსერის რანგშიც მოგვევლინება.
სატელევიზიო შოუს, რომლის იდეის ავტორი ბრედ ინგელსბია, გევინ ო’კონორი გადაიღებს.
სიუჟეტის მიხედვით, 43 წლის უინსლეტი, პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქის დეტექტივს განასახიერებს, რომელიც საიდუმლო მკვლელობას იძიებს. საინტერესოა, რომ ვიდრე კეიტის პერსონაჟი მკვლელის ძიებითაა დაკავებული, სწორედ ამ დროს მისი პირადი ცხოვრება თავდაყირა დგება.
გავრცელებული ინფორმაციით, სერიალის გადაღებები სტარტს მიმდინარე წელს აიღებს. პროექტის რელიზის თარიღი და სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.