ბრიტანელი ვარსკვლავი, კეიტ უინსლეტი, პაპარაცებმა ესპანეთში, მეუღლესთან და შვილთან ერთად დასვენების პროცესში გადაიღეს.
ვარსკვლავური ოჯახი კუნძულ მენორკაზე უფროსი შვილების, 18 წლის მიასა და 14 წლის ჯო ალფის გარეშე იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ უინსლეტის უახლოესი პროექტი დაიან კიტონთან ერთად როჯერ მიშელის ფილმია, რომლის გადაღებებიც უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც ჩანს, გადატვირთულ გრაფიკამდე მსახიობმა განტვირთვა გადაწყვიტა.