LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტ უინსლეტი რომან პოლანსკისთან და ვუდი ალენთან თანამშრომლობას ნანობს

212
safe-image

სულ ცოტა ხნის წინ მსახიობმა, კეიტ უინსლეტმა გამოცემა vanityfair-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა. მსახიობმა განაცხადა, რომ საოცრად  ნანობს, რომან პოლანსკისთან და ვუდი ალენთან თანამშრომლობას.

„რა ჯანდაბას ვაკეთებდი, როცა ვუდი ალენთან და რომან პოლანსკისთან ვთანამშრომლობდი?! ჩემთვის წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ ამ კაცებს მსოფლიო კინოინდუსტრიაში ასეთ დიდ პატივს მიაგებენ,  ეს  სამარცხვინოა“, – აცხადებს მსახიობი.

შეგახსენებთ, ვუდი ალენი გერმა, დილან ფეროუმ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, რომან პოლანსკი კი 1977 წელს, 13 წლის გოგოს გაუპატიურების გამო დაიჭირეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ლეგენდარულმა რეჟისორებმა ჩადენილ დანაშაულზე პასუხი არ აგეს.

ცნობისთვის, ქეით უინსლეტმა პოლანსკისთან 2011 წლის ფილმში „ხოცვა“ ითანამშრომლა, ვუდი ალენთან კი 2017 წელს გამოსულ ფილმში „ჯადოსნური ბორბალი“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები