აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავება მიუღებელია და ეს უნდა შეჩერდეს. დიპლომატმა რუსეთის 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებაზეც მიუთითა და თქვა, რომ ზეწოლა მას შემდეგ შეწყდება, რაც ის ნაკისრ ვალდებულებებს დაემორჩილება.
„ძალიან გვაშფოთებს, როდესაც ვიგებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ ან ავიწროებენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ. ეს არის მიუღებელი და იმგვარი ზეწოლა, რომელიც მარტივად უნდა შეწყდეს და შეწყდება, როდესაც რუსეთი დაემორჩილება ნაკისრ ვალდებულებას 2008 წლის შეთანხმების მიხედვით ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით. ეს არის მარტივი ნაბიჯი, რომელიც რუსეთმა უნდა გადადგას და ყველას სურს ეს დაინახოს“, — განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, 12 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე,საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე უკანონოდ დააკავეს.