LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება, საჭიროების შემთხვევაში არდადეგები გახანგრძლივდება” – ჯანდაცვის მინისტრი

428
pjimage

“მივიღებთ დამატებით ზომებს და იქიდან გავაკეთებთ უკვე კომენტარს, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, კერძო ბაღების საკითხსაც განიხილავენ და დამატებით ზომებს მიიღებენ. როგორც ტიკარაძე აცხადებს, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთდღიანი კარანტინი გამოცხადდა

სამინისტროში თანამშრომლის ნათესავის დაინფიცირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ.

“მივდივართ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, შესაბამისად, იქ იქნება ქალაქის მერიც, განათლების მინისტრიც, მივიღებთ დამატებით ზომებს და იქიდან გავაკეთებთ უკვე კომენტარს, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, მოთხოვნები გამკაცრდება”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

რაც შეეხება საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენის თარიღს, ტიკარაძის თქმით, არდადეგები შესაძლოა კიდევ გახანგრძლივდეს.

“ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვაკვირდებით ეპიდემიის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებით, სასწავლო დაწესებულებებში სადენზიფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი 16 მარტამდე გადაიდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g