LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კესოს მეგობარმა (ტრანსგენდერმა) მომიყვა, რომ ასაკოვანი მეზობელი კაცი ყოველთვის ღიად გამოხატავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას… გუშინ კი ამ კაცმა უთხრა, „არ შეგეშინდეს, შენ თუ რამე მსგავსი დაგემუქრება, იცოდე აქ ვარ“ – კესომ მართლა გაარღვია მგონი ეს ბნელი კედელი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

1966
ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს იმის შესახებ, რაც ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა, კესოს მეგობარმა მოუყვა. აღნიშნული ამბიდან გამომდინარე კი ნანუკა წერს, რომ კესომ მგონი მართლა გაარღვია ბნელი კედელი და თავისი სიკვდილითაც გაიმარჯვა ჰომოფობიაზე“.

„პირად საუბარს ვყვები და ამიტომ ვმალავ ვინაობას, კესოს მეგობარმა (ტრანსგენდერმა) მომიყვა, რომ ასაკოვანი მეზობელი კაცი არასოდეს ესალმებოდა და ყოველთვის ღიად გამოხატავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას.

გუშინ, დაკრძალვის მერე სახლში რომ დაბრუნდა, ეს კაცი დახვდა სადარბაზოში და უთხრა, „არ შეგეშინდეს, შენ თუ რამე მსგავსი დაგემუქრება, იცოდე აქ ვარ“.

კესომ მართლა გაარღვია მგონი ეს ბნელი კედელი. სიკვდილითაც გაიმარჯვა ჰომოფობიაზე“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g