ოთხ წლიანი ლოდინის შემდეგ, კეტი პერი სცენას სიახლით უბრუნდება. ამერიკელმა მომღერალმა გულშემატკივარს, ნანატრი ,,ქამბექი” აუწყა.
ცნობილი გახდა, რომ 39 წლის არტისტი 11 ივლისს, მომავალი მუსიკალური პროექტის პირველ ჩანაწერს წარადგენს. შემსრულებლის მეშვიდე სტუდიური ალბომის ლიდ სინგლს – Woman’s World ჰქვია. მისივე ინფორმაციით, სიმღერის კლიპი – 12 ივლისს გამოქვეყნდება.
მუსიკოსს ახალი დისკის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით არ გაუმხელია.