LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერიმ აღიარა, რომ სუიციდზე ფიქრობდა

71

ახალი ალბომის „Witness“ გამოსვლასთან ერთად, კეტი პერიმ თაყვანისმცემლები ლაივეთერებით გაახარა. 12 ივნისამდე, სამი დღის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს მისთვის კითხვის დასმის საშუალება პირადად ჰქონდა, შესაბამისად, 32 წლის ვარსკვლავის შესახებ ბევრი სიახლე გახდა ცნობილი, მაგალითად ისიც, რომ ამ დღეებში პერის ფსიქოლოგი სტუმრობდა.

სეანსზე ექიმი და მომღერალი მის ალკოდამოკიდებულებასა და მშობლებთან ცუდ ურთიერთობებზე საუბრობდნენ, რის შედეგადაც საბოლოოდ კეტიმ ცრემლების შეკავებაც  ვერ შეძლო, თუმცა მან პირდაპირი ეთერის გაწყვეტა არ მოინდომა.

ვარსკვლავმა აღიარა, რომ იყო დრო, როდესაც ის სუიციდზეც ფიქრობდა. „ახლა ძალიან მრცხვენია ამისი აღიარება, მაგრამ პერიოდულად თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი. ადრე ძლიერი დეპრესია მქონდა“ – იხსენებს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები