LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეთილი და პოზიტიური სააღდგომო ტრადიციები მსოფლიოში

608

აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის დიდი დღესასწაულია. ამიტომაც მის აღნიშვნას ყველა ქვეყანაში განსხვავებული ტრადიციები აქვს. ცხადია ეს ტრადიციები განსხვავდება კათოლიკური და მართმადიდებლური ქვეყნების შემთხვევაში. მოდით ვნახოთ როგორ აღნიშნავენ სხვადასხვა ქვეყნებში აღდგომის დღესასწაულს.

საფრანგეთი

საფრანგეთში ეკლესიის ზარები რეკვას წყვეტენ და ეს გრძელდება ხუთშაბათიდან შაბათი დღის ჩათვლით. ამით ფრანგები იესოს გარდაცვალებას გლოვობენ და მხოლოდ კვირა დღეს იწყებს ზარები რეკვას, რაც ადგომის სიხარულს მოასწავებს. ზარების რეკვასთან ერთად საფრანგეთში ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ. აქ ძალიან აქტუალურია შოკოლადის კვერცხების დამზადება, რომელსაც ბავშვები ჰაერში ისვრიან. ის, ვისაც ნასროლი კვერცხი ძირს დაუვარდება, წაგებული რჩება. ზოგიერთ ქალაქში ბავშვები ცხენით ეტლებსაც ელოდებიან, რომლებიც შოკოლადის კვერცხებითაა სავსე.

1

შვეიცარია

მთებში აქ ისმის სააღდგომო სიმღერები. ბევრ ქალაქში უფასოდ რიგდება პური, ყველი და ღვინო. მოსახლეობა ცეკვით ხვდება მზის ამოსვლას. ბევრგან ქალაქები გირლანდებით ირთვება. ეწყობა სააღდგომო კვერცხების ბრძოლაც და გამარჯებულია ის, ვისი კვერცხიც ბოლომდე მთელი დარჩება. ძალიან ლამაზი სანახაობაა სააღდგომო რაინდების მსვლელობა, რომელშიც 400-ზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას.

-

ესპანეთი

აქ პოპულარულია სააღდგომო მსვლელობა. ბიჭებს ხელში ბზის ტოტები უჭირავთ, გოგონებს კი, ტკბილეული, სასულიერო პირი კი ამ ბავშვებს ლოცავს. ყველაზე პოპულარული სანახობა ეწყობა პალმა-დე-მალიორკას ტაძართან, სადაც  „ქრისტეს ვნებების“თეატრალური წარმოდგენა იმართება.

3

იტალია

იტალიაში აღდგომის ღირსშესანიშნაობა არის ტორტი. ის ფორმით ეკლესიის გუმბათს წააგავს. პროცესიების დროს შავებში ჩაცმულ ადამიანებს ხელში ჯვრები უჭირავთ. ყველა ოჯახში მზადდება ცხვრის ხორცის კერძი.

4

საბერძნეთი

იმის გამო, რომ საბერძნეთი მართმადიდებლური ქვეყანაა, აქ აღდგომას ჩვენს მსგავსად ზეიმობენ. კვერცხებს წითლად ღებავენ და ღამით ფანჯრებთან სანთელებს ანთებენ . განსხვავება ისაა, რომ სააღდგომო არდადეგები ბავშვებისთვის 15 დღის მანძილზე გრძელდება.

5

ინგლისი

აქ აღდგომა ყველაზე პოზიტიურ დღესასწაულად ითვლება. კათოლიკურ ეკლესიებში სპეციალური კონცერტებიც კი ეწყობა. ამ დღეს მიღებულია ახალი სამოსის შეძენა, რაც ახალი სეზონის დადგომას მოასწავებს. სააღდგომო კალათები კვერცხებით, პურითა და სხვა საკვებითაა სავსე. ქუჩაში ამ დღეს ბავშვებს ტკბილეულს ჩუქნიან.

6

ირლანდია

ირლანდიაში მძიმე პარასკევი ყველაზე მშვიდი დღეა. მორწმუნეები საღამომდე არაფერს ჭამენ. შაბათ დღეს კი უამრავ სანთელს ანთებენ. კვირა დღეს მიღებულია მწვანე წვნიანის მომზადება. ქუჩებში ეწყობა ცეკვის შეჯიბრი, რომლის გამარჯვებულსაც ტკბილეულს ჩუქნიან.

7

გერმანია

აქ აღდგომას 22 მარტიდან 25 აპრილამდე პერიოდში აღნიშნავენ და ზედიზედ 2 დღეს, კვირასა და ორშაბათს ზეიმობენ. გერმანიაში ტრადიციის ნაწილია სააღდგომო კურდღელი, რომელსაც პატარებს ბალახებში უმალავენ. თითქმის ყველა მორწმუნე გერმანელის ოჯახის სახლის კართან ყვავილებით სავსე გვირგვინი გხვდებათ, რაც ასევე ძველი ტრადიციაა.

8

ფინეთი

აქ თვლიან, რომ აღდგომას აუცილებლად ოჯახის წრეში და მეგობრების გარემოცვაში უნდა შეხვდეთ. გარდა ამისა, აქ აღდგომის დღესასწაული პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით გრძელდება. მოსახლეობის უმრავლესობა აღდგომას აგარაკზე აღნიშნავს. აქ ხუთშაბათს სამუშაო დღე  ადრე სრულდება და აღდგომისთვის ხალხიც საგანგებოდ ემზადება. მათთვის კი, ვინც ქალაქში რჩება რესტორნები სპეციალურ მენიუს ამზადებენ. ასევე ეწყობა საოჯახო ფილმების ჩვენება კინოთეატრებში. პარასკევსა და შაბათს აქ ცეცხლის დანთების ტრადიციაა, რაც სიმბოლურად ბოროტი ძალებისგან გაწმენდას ნიშნავს.

9

პოლონეთი

აქ ძალიან აქტუალურია „სველი ორშაბათის“ დღის აღნიშვნა, როცა გამვლელებს წყლით სავსე პარკებით წყალს ასხამენ. გამვლელები კი ამას არ აპროტესტენ, რადგან ეს კეთილი სააღდგომო ტრადიციაა.

10

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები