LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კეთილი ინებეთ და გაწმინდეთ ქალაქი საარჩევნო პოსტერებისგან“ – ნანკა კალატოზიშვილი პოლიტიკოსებს მიმართავს

322
nanka

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებას არჩვენების შემდეგ ქუჩაში დარჩენილი საარჩევნო რეკლამების წაშლას სთხოვს. მსახიობი ფიქრობს, რომ აღნიშნული საქმიანობა კანონით უნდა დარეგულირდეს და კედლების გაწმენდა მათ ოფიციალურად უნდა დაევალოთ.

„ქალაქის იერსახეს თუ ვუფრთხილდებით, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა სტენსილებს (კედლის მხატვრობას) ებრძვით და შლით, უმორჩილესად გთხოვთ – კეთილი ინებოთ და არჩევნების მერე ჩამოხსნათ და გაწმინდოთ ქალაქი საარჩევნო პოსტერებისგან, რომლებსაც გაუთავებლად ვუყურებთ მერეც.

არასდროს არ ზრუნავთ ამაზე და ან ყველა პარტიამ დაიაროს და საკუთარი მოაშოროს, ან ქალაქის მერიამ იზრუნოს ქალაქის იერსახეზე. ისე კანონსაც თუ შემოიღებთ და სავალდებულო იქნება, არ გვაწყენდა”, – წერს მსახიობი „ფეისბუქზე“.

 

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს უნდა გაიმართოს. წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და ქუჩებში ბევრი პოლიტიკოსის პოსტერი გვხვდება.  ეპიდომიოლოგები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო არჩევნების ჩატარებას საქართველოში საფრთხე არ დაემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g