„2024 წელი არის ცვლილებების უნიკალური შესაძლებლობა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, „დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას“ პრეზენტაციის წარდგენისას აღნიშნა, ქართველი ხალხის დაწყებული ბრძოლა 26 ოქტომბერს გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
„ამ ადამიანების, ამ პროფესიების უკან არიან ოჯახები, შვილები, შვილიშვილები და არის ის მომავალი თაობა, რომელსაც უნდა ჰქონდეს უზრუნველი ცხოვრება. ამ პროფესიის ადამიანების ანაზღაურება მიზერულია.
ეს კანონი რომ შემოიტანეს, მარტივი კითხვა დაუსვით თქვენს თავს, ვის რა სიკეთე მოგეცემათ ამ კანონით? პროდუქტები გაიაფდება, კომუნალურები დაიკლებს, ხელფასები მოგემატებათ, სამუშაო ადგილები შეიქმნება თუ ემიგრანტები დაბრუნდებიან? ეს კანონი რისთვის არის საჭირო?
ასევე ნახეთროგორც ენმ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, „საქართველომდე საწვავი ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს, მაგრამ ფოთიდან, ბათუმიდან სანამ ბენზინგასამართ სადგურებზე გადანაწილდება, ამ თანხას აორმაგებენ“.
2024 წელი არის ცვლილებების უნიკალური შესაძლებლობა და, მათ შორის, ამ რუსულ კანონთან დაკავშირებით, ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს ერთი მთავარი ამოცანა უნდა გვქონდეს, არ დავკარგოთ ის, რაც მოგვცა ევროკავშირმა – კანდიდატის სტატუსი.
არათუ დაკარგოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რათა კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის დაწყებული ბრძოლა 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ გამარჯვებით და თითოეული თქვენგანის ოჯახში თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს ის ყველაფერი, რასაც დღეს მხოლოდ ხელისუფლება და მისი ოჯახის წევრები გრძნობენ“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.