ხაბეიშვილი ვის ადგილას უნდა ჩამოჯდეს, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, მერაბ კოსტავას, იმ 21 დაღუპული გმირის თუ უამრავი თავგანწირული ადამიანის?, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ბექა ოდიშარიამ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
„არ მგონია, ჩვენი ერი იმდენად ვერ აკეთებდეს ანალიზს, ვის გვერდში და რა დროს დადგეს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა დღე, გმირული, საამაყო და ალბათ გათანასწორებული გარკვეულ სასულიერო მემორიალურ დღეებთან, შესაბამისად, პერსპექტივა ამ მხრივ ნაკლებია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა.
პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდა.
