LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხი ამ ქვეყანას ეწირება და რა დონეზე არიან მისულები… 500 ლარის დედა ვატირე, 500 და 5 000ლარზე კი არაა, უსამართლობაზეა საუბარი, მეტი არაფერი“ – „ლექს-სენი“ სასამართლოს მიერ მისი 500 ლარით დაჯარიმებაზე

177
ლექსო ქავთარაძე

„თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ხალხი ამ ქვეყანას ეწირება და რა დონეზე არიან მისულები. 500 ლარის დედა ვატირე, 500 და 5 000 ლარზე კი არაა, უსამართლობაზეა საუბარი, მეტი არაფერი“, – ასე შეაფასა მომღერალმა „ლექს-სენმა” სასამართლოს მიერ მისი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმება.

მომღერალმა აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკეთა, სადაც მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პროცესი გაიმართა.

„2-3 საათიან კონცერტებს ისე ვატარებ ხოლმე, რომ კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს, ერთადერთი მომენტია დღეს, რომ ლაპარაკს, პოზიციის დაფიქსირებას რა აზრი აქვს. რაღაც ძალიან დიდი მასკარადია, მეცინება, იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, არაფრის გამო გაჯარიმებენ.

სხვა რაღაცა უნდა ვიკითხო თქვენთანაც, ყველა ვმუშაობთ ტელევიზიებში.( სასამართლოს გადაწყვეტილებას) კითხვით გავცემ პასუხს – უფროსმა რომ გითხრათ, მიდი, რესპონდენტებს თუ გინდა აგინე, კოლეგებს, რაც გინდა ქენი და პრობლემა არ არის, გარანტიას გაძლევ, დაწინაურდები, ხელფასსაც მოგიმატებო, დაიჯერებთ ამას? ხომ არ დაიჯერებთ? არც არავინ დაიჯერებს და ეს ხალხი, რატომ დააჯერა რეჟიმის მსახურებმა?! რატომ დაიჯერეს, რომ ვიღაც გაძლევს შენ გარანტიას, ადამიანები უსამართლოდ აჯარიმე, გააწამე და ასე, სულ ბედნიერად და კარგად იქნები. აბსურდია. მარტივი ზღაპარია, ერთი დრო არავის შერჩებაო და მართლა, სადმე წერტილი მაინც ხომ იქნება. მერე ეს ცოდვები კუდივით ხომ გამოგყვება, მე ამას ვხვდები.

თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ხალხი ამ ქვეყანას ეწირება და რა დონეზე არიან მისულები. 500 ლარის დედა ვატირე, 500 და 5 000ლარზე კი არაა, უსამართლობაზეა საუბარი, მეტი არაფერი“, – განაცხადა ლექსო ქავთარაძემ.

მომღერალს ეცვა ე.წ. ჰუდი წარწერით „ვისაც ჩვენთან არ უნდა, სხვა გზით იაროს”, რაც მისივე განმარტებით ნიშნავს შემდეგს – „ვისაც საქართველოსთან არ უნდა, სხვა გზით იაროს”.

ლექსო ქავთარაძე სასამართლომ გასული წლის 29 დეკემბერს, აქციაზე გზის გადაკეტვის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g