LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხამანწკები და ნაყინი – მენიუ „ტიტანიკიდან“ 83 ათას ფუნტად გაიყიდა

196
2625

ლეგენდარული „ტიტანიკის“ რესტორნის მენიუ აუქციონზე 83 ათას ფუნტად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ the Guardian ავრცელებს.

ლოტი 1912 წლის 11 აპრილით თარიღდება, ანუ ზუსტად 3 დღით ადრე ვიდრე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა. მანამ სანამ ტიტანიკი აისბერგს დაეჯახებოდა, პირველი კლასის მგზავრებს საკმაოდ მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნება შეეძლოთ. მენიუში იყო – ხამანწკები, პასტერნაკის პიურე, საქონლის ხორცი, ორაგული, იხვი, სხვადასხვანაირი ნამცხვრები, პუდინგები, ნაყინი და ტორტები.

მენიუ ცნობილი ისტორიკოსის ლენ სტივენსონის პირად არქივში იპოვეს და თუ რომელ მგზავრს ეკუთვნოდა ის რთული სათქმელია.
სპეციალისტებს კიდევ ერთი კითხვა დარჩათ უპასუხოდ, ვინ აიღო მენიუ და წაიღო თან, მაშინ როცა სიცოცხლის გადასარჩენად ნავში ჯდებოდა?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები