LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანდაზმულ ირლანდიელთა 70% თავისი ჯანმრთელობით კმაყოფილია

120
pic-wave-5-1

ირლანდიის ქალაქებში მცხოვრები ხანდაზმული მოსახლეობის 70% თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს როგორც „კარგი“ ან „ძალიან კარგი“. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირის 8 ქვეყანაში 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა თავისი ჯანმრთელობით ბედნიერია. მაგალითად, შვედეთში მათი რიცხვი 64%-ს შეადგენს, ბელგიაში – 60%-ს.

მეორე მხრივ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ლიეტუვაში (11%), ლატვიაში (15%) და პორტუგალიაში (21%).

ზოგადად ევროპაში ასაკოვანი ადამიანების 43% ჯანმრთელობის მდგომარეობით სრულად კმაყოფილია.

ასეთი შედეგის მიღწევა კი მრავალრიცხოვანი პროექტების დამსახურებით მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები