LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობის გამო არ გაჩენილა – ელიავას ბაზრობის დირექტორი

91

ელიავას ბაზრობის მეორე სექტორის დამფუძნებელი ქეთევან ლოლაძე ვარაუდობს, რომ ხანძარი ელექტროგაყვანილობის გამო არ გაჩენილა. მისი თქმით, ხელახალი დაზღვევა, დაახლოებით, 1 თვის წინ გააკეთეს და ელექტროგაყვანილობა და სადენები შემოწმებული იყო.

„ამისი ბრალი რომ ყოფილიყო, მაშინ გაჩნდებოდა ხანძარი, დღის განმავლობაში, როცა ობიექტი უფრო დატვირთულია, ჩართულია კონდიცირება, კომპიუტერები და ა.შ.“ – განაცხადა ლოლაძემ.

მას არ სჯერა, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს და ეს ელიავას ბაზრობის გადატანას უკავშირდება.

ქეთევან ლოლაძე სთხოვს ხელისუფლებას, დაზარალებულ მოვაჭრეებს დაეხმაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები