გლდანის ციხესთან (№ 8 დაწესებულება) არსებულ ხევში ხანძარია. ამის შესახებ “ფორტუნას” ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, ცეცხლი დიდ ტერიტორიაზე არ არის მოდებული. მეხანძრე-მაშველები კი ადგილზე უკვე გასულები არიან.
“ცეცხლი გაჩნდა ხევში, გლდანის ციხისგან მოშორებით და ციხეზე მისი გადასვლის საფრთხე არ არსებობს. იწვის ბალახი”, – აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
