LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის საღამოზე ადელმა ცრემლის შეკავება ვერ შეძლო (ფოტო)

98

14 ივნისს, ლონდონში მდებარე 24 სართულიან Grenfell Tower-ში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა და უმისამართოდ დაიკარგა. სწორედ ამ ტრაგედიას მიეძღვნა გუშინ სპეციალურად გამართული ხსოვნის საღამო, რომელსაც ადელიც დაესწრო.

მომღერალს თავისუფალი სტილის შავი გრძელი პალტო ეცვა. მაკიაჟისა და ვარცხნილობისგან ამ დღეს მან თავი შეიკავა.

ვარსკვლავი მსახიობ კერი მალიგანის გვერდით განთავსდა, ხოლო მუსიკის გაჟღერების შემდეგ მან ცრემლების შეკავება ვერ შეძლო და ეს კადრი ოპერატორებმაც დააფიქსირეს.

საღამოზე სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი და ასევე პრინცი ჰარი, რომელიც საღამოზე საცოლის, მეგან მარკლის გარეშე გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები