10 წლის ხაშურელი ბიჭი, პატრულის თანამშრომლებმა თბილისში დაკარგული იპოვეს. ბიჭი, რომელიც ხაშურში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სახლიდან ზოოპარკის სანახავად გამოიპარა და მატარებლით თბილისში ჩამოვიდა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში უთხრეს, რკინიგზის სადგურიდან აღმაშენებლის გამზირისკენ ღამით მარტო მიმავალი ბავშვი პატრულის ეკიპაჟმა შეამჩნია და გაესაუბრა. როგორც ბავშვმა პატრულ-ინსპექტორს უამბო, სახლიდან თბილისში დაუკითხავად ზოოპარკის სანახავად წამოვიდა. პატრულმა ბავშვს კოორდინატები გამოკითხა და ოჯახს დაუკავშირდა.
გიორგი ხაშურში ისე დააბრუნეს, რომ ზოოპარკის დათვალიერება ვერ შეძლო.