პარლამენტის ყოფილმა წევრი, ხათუნა ხოფერია აცხადებს, რომ „როგორც აღმოჩნდა, საქართველოსა და ჩვენს რეგიონში მშვიდობა ბიძინა ივანიშვილის მხრებზე დგას“.
ამის შესახებ ხოფერიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„რაღაცნაირად, ისე აღმოჩნდა, რომ დღეს ამ ადამიანის მხრებზე გადის არა მარტო კავკასიაში მშვიდობა, არა მარტო ის, რომ საქართველოში ომი არ იქნება და იქნება მშვიდობიანი გარემო, არამედ ნებისმიერი ჩვენგანის, ჩემი, თქვენი და ყველას ოჯახებში არსებული მშვიდობა და ნორმალური ცხოვრება. ასე აღმოჩნდა, რომ ეს ამ ადამიანის მხრებზე დგას და მინდა, მას გამძლეობა ვუსურვო“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.