LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა სამნიძე დაჩი ბერაიას: „კიდევ ერთხელ გაიმეორებ „ფულს რაში იღებო“ და ვერ გადამირჩები – შე საცოდავო, ავადმყოფო, ოროსანო, წიგნი წაიკითხე“

359
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

„კიდევ ერთხელ გაიმეორებ „ფულს რაში იღებო“ და ვერ გადამირჩები. მართლა ფიზიკურად შე საცოდავო, დეკლარაციებს ჩახედე დეგენერატო“, – ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ „ხალხის ძალის“ წევრ დაჩი ბერაიას.

ბერაიამ ხათუნა სამნიძეს შემდეგი რეპლიკით მიმართა: „ფულს რომ გირიცხავენ და არ გინდა გამჭვირვალე იყოს, ამიტომ იყავი კანონის წინააღმდეგი“.

აღნიშნულ რეპლიკას პლენარულ სხდომაზე ხათუნა სამნიძესა და დაჩი ბერაიას შორის შელაპარაკებას ხმაური მოჰყვა.

„შე საცოდავო, ხელფასს რაში ვიღებ არ იცი? ვინ ღალატობს ქვეყანას შე ავადმყოფო, ოროსანო, წიგნი წაიკითხე. რას ნიშნავს ქვეყნის ღალატისთვის ფულის აღება, მაინტერესებს“, – მიმართა სამნიძემ ბერაიას.

გარდა ამისა, ხათუნა სამნიძემ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ „ერთხელ მაინც შენიშვნა მიეცა მისი გუნდის წევრისთვის“.

„შალვა გესმის, ფულს იღებ ქვეყნის ღალატშიო და რაღაცას რომ იგონებს, გააჩუმე შენი კოლეგა“, -აღნიშნა სამნიძემ.

„ნუ ყაყანებ, გადი აქედან“, „ქალბატონო ხატია, შეგახსენებთ, თქვენ ბოიკოტში ხართ“ – ხატია დეკანოიძესა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები