ხათუნა სამნიძე – პოლიტიკოსი ქალბატონი, რომელიც მუდამ ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, ახლა სხვა ბრძოლით არის დაკავებული, იცის, რომ უნდა გადარჩეს, რათა იმ ადამიანების ძალისხმევა და იმედი გაამართლოს, რომლებიც გვერდში დაუდგნენ. ამის შესახებ ის „სარკის“ ახალ ნომერში ყვება.
ხათუნა სამნიძე: არასოდეს ვავადმყოფობდი. ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობდი – სწორად ვიკვებებოდი, სპორტული აქტივობით ვიყავი დაკავებული… სკრინინგებზეც დავდიოდი. ერთ-ერთ შემოწმებაზე კი ექიმი რატომღაც დაეჭვდა… რომ მითხრეს, რაც მქონდა, დიდხანს ვერ დავიჯერე…
როცა ცუდზე ვფიქრობდი, შვილმა გამომაფხიზლა და მითხრა, რომ ამის დრო არ იყო, რომ აქამდე ჩემზე მებრძოლი ადამიანი არ უნახავს. ისეთი სიტყვები მითხრა, გამოვფხიზლდი და მას შემდეგ ცუდზე აღარ ვფიქრობ… ონკოპაციენტებს გვჭირდება ოცნება და მომავალზე ფიქრი, ეს არის ჩვენი გადარჩენის ფორმულა…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“.
