LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება მცხეთა-მთიანეთში

317
ხე-ტყის უკანონო მოპოვება

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთში, სახელმწიფო ტყეში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევი 9 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.

კანონდარღვევა სახელმწიფო ტყეში მონიტორინგის მიზნით განთავსებული ვიდეოხაფანგების საშუალებით გამოვლინდა.

ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით, თიანეთის საქმიან ეზოშია გადატანილი.

„მერქნული რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სამსახურის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის არაერთი ფაქტი თანამედროვე ტექნოლოგიების – ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაა გამოვლენილი. ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყველა სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები გატარდება“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

magti 5g