ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.
იმნაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან ყველა რეკომენდაცია.
„მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული, რათა ყველანაირი რისკების სამართავად მზად ვიყოთ. რა თქმა უნდა, ის, რომ ბოლო დღეებში მხოლოდ თითო-როლა შემთხვევა ვლინდება, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან კორონა, სამწუხაროდ, არსად არ გამქრალა, ისევ ჩვენს გვერდით არის. ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანი ისევ და ისევ ფრთხილად, განსაკუთრებით, ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
იმნაძემ ყველას მოუწოდა, პირბადეები ატარონ და დისტანცია დაიცვან, რადგან ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად დაცულები ვართ.