LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხედავთ, სადამდე მიდის პანიკური ფანტაზიები? მაგ ლოგიკით მამაო, იქნებ გემრიელი სადილის დროს “გჩიპავენ” – დეკანოზი ლომიძე ვაქცინაზე

300
BeFunky-collage (4)

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე სოციალურ ქსელში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ერთი ნა­წილ­ში შექ­მნილ აჟი­ო­ტაჟს ეხ­მა­უ­რე­ბა.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ჩი­პე­ბი, ამ­პუ­ლე­ბი, შტრი­ხკო­დე­ბი, ID ბა­რა­თე­ბი, ახლა უკვე 5G და სა­ბო­ლო­ოდ მთლად და­აგ­ვირ­გვი­ნეს, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ახლა უკვე გრი­პის ვაქ­ცი­ნით შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვა­პა­რონ რა­ღაც ეშ­მა­კუ­რი ჩი­პე­ბი, დაგ­ვი­მო­ნონ და სულ და­ვი­ღუ­პე­ბი­თო, ქა­და­გებს ზო­გი­ერ­თი. ერ­თმა მღვდელ­მა ისიც თქვა, თუ სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა COVID 19-ის ვაქ­ცი­ნა, ჩემს მრევლს მო­ვუ­წო­დებ, არა­ვინ გა­ი­კე­თო­სო.

ხე­დავთ, სა­დამ­დე მი­დის წმინ­და წე­რილს და­შო­რე­ბუ­ლი თვით­შე­მოქ­მე­დე­ბა და პა­ნი­კუ­რი ფან­ტა­ზი­ე­ბი? მაგ ლო­გი­კით თუ მსჯე­ლობ მა­მაო და ძმაო, იქ­ნებ უკვე საკ­ვებ­ში ან სას­მელ­შია ეგ მიკ­რო­ჩი­პე­ბი და ყო­ველ­დღე “გჩი­პა­ვენ” გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლის დროს? ან იქ­ნებ შამ­პუნ­შია ან სა­პონ­ში და ყო­ველ­დღე რომ იბან, ხე­ლე­ბიც, შუბ­ლიც და მთე­ლი სხე­უ­ლიც სულ “და­ჩი­პუ­ლი” გაქვს უკვე?

ან იქ­ნებ წამ­ლებ­ში ჩა­ა­მა­ტეს ეგ ნა­ნო­ჩი­პე­ბი და სულ უბ­რა­ლო, გა­ცი­ე­ბის წამ­ლის მი­ღე­ბის დროს “და­ჩი­პეს” შენი მრევ­ლი და ტყუ­ი­ლად აღელ­ვებ ხალ­ხს. ხომ აბ­სურ­დამ­დე მივ­დი­ვართ ასე­თი გან­სჯით?

ქრის­ტი­ა­ნო­ბა კი გვას­წავ­ლის, რომ არის ერთი რამ ადა­მი­ან­ში, რა­ზე­დაც არა თუ ეშ­მაკს და ან­ტიქ­რის­ტეს, თვით ღმერ­თსაც არ შე­უძ­ლია ძა­ლა­დო­ბა. ესაა ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება. ნე­ბას „თა­ვი­სუ­ფა­ლი“ სწო­რედ იმი­ტომ ჰქვია, რომ ადა­მი­ა­ნის შექ­მნი­დან­ვე მხო­ლოდ ადა­მი­ანს ეკუთ­ვნის იგი, ვერც ღმერ­თი ძა­ლა­დობს თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვან­ზე და მი­თუ­მე­ტეს, ეშ­მაკს და რა­ი­მე მა­ტე­რი­ა­ლურ ნივთს ხომ არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა და ძალა არა აქვს მას­ზე. ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­ნიც სამ­წუ­ხა­როდ ისე აღი­ზარ­დნენ, რომ ჯერ ვერ იაზ­რე­ბენ სა­კუ­თარ თავ­ში პი­რა­დი არ­ჩევ­ნის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის ანუ თვი­თუფ­ლებ­რი­ვო­ბის უნარს, სრუ­ლი­ად უკუღ­მარ­თად ეს­მით იო­ა­ნეს გა­მო­ცხა­დე­ბის მე-13 თავი, სა­დაც ან­ტიქ­რის­ტეს ბე­ჭედ­ზეა სა­უ­ბა­რი.

ან­ტიქ­რის­ტეს თაყ­ვა­ნის­ცე­მას არა იმი­ტომ და­ი­წყე­ბენ ცდუ­ნე­ბულ­ნი, რომ მის ბე­ჭედს მი­ი­ღე­ბენ, არა­მედ პი­რი­ქით, რად­გან მას აირ­ჩე­ვენ, უფ­ლის მცნე­ბებს და­ი­ვი­წყე­ბენ, ეშ­მა­კის ცრუ­სას­წა­უ­ლებს და­ე­მო­ნე­ბი­ან და ან­ტიქ­რის­ტეს ხატს და­უ­წყე­ბენ თაყ­ვა­ნის­ცე­მას, სწო­რედ იმი­ტომ და­ბეჭ­დავს მათ სა­კუ­თა­რი ნიშ­ნით ბო­რო­ტი. ჯერ უფ­ლის ღა­ლა­ტია და შემ­დეგ ან­ტიქ­რის­ტეს ბე­ჭე­დი და არა პი­რი­ქით. ვე­რა­ნა­ი­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბე­ჭე­დი ვერ გაგხდით მო­ღა­ლა­ტედ თუ უმ­თავ­რეს­მა თქვენ­ში – თქვენ­მა თა­ვი­სუ­ფალ­მა არ­ჩე­ვან­მა არ აირ­ჩია ეშ­მა­კი, ღმერ­თის მა­გივ­რად.

ან­ტიქ­რის­ტეს აშ­კა­რად გა­მო­ჩე­ნამ­დე, ხალ­ხის ცდუ­ნე­ბამ­დე და მათ და­ბეჭდ­ვამ­დე მხე­ცის ნიშ­ნით, იო­ა­ნე ხე­დავს ოთხ ან­გე­ლოზს, რო­მელ­თაც ოთხი ქარი ეპყრათ ხელ­ში და ღმერ­თის­გან უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ მი­ცე­მუ­ლი ევ­ნოთ დე­და­მი­წის­თვის, რად­გან ასე­თი იქ­ნე­ბა და­სას­რუ­ლი. ამ დროს გა­ის­მე­ბა უფ­ლის ბრძა­ნე­ბა მათ შე­სა­კა­ვებ­ლად: “ნუ ავ­ნებთ ნურც მი­წას, ნურც ზღვას, ნურც ხე­ებს, ვიდ­რე არ აღვბეჭ­დავთ ბეჭ­დით ჩვე­ნი ღმერ­თის მო­ნა­თა შუბ­ლებს.“ (გამ. 7,3)

ე.ი. მა­ნამ­დე, სა­ნამ ბო­რო­ტი და­ბეჭ­დავს ადა­მი­ა­ნებს ან­ტიქ­რის­ტეს ნიშ­ნით, ჯერ ღმერ­თმა უნდა აღ­ბეჭ­დოს მისი მო­ნა­თა შუბ­ლე­ბი სა­უფ­ლო ნიშ­ნით. ესაა მთა­ვა­რი, ამა­ზე იფიქ­რეთ, მთე­ლი ძა­ლით ეძე­ბეთ იე­სოს ბე­ჭე­დი თქვე­ნი შუბ­ლის­თვის და მო­ეშ­ვით ვაქ­ცი­ნებ­ში, ბა­რა­თებ­ში და ტე­ლე­ფო­ნებ­ში ეშ­მა­კის ძებ­ნას” – წერს თა­მაზ ლო­მი­ძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g