LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობა მეკარგება, მსურს გავიგო, რა არის ეს და როგორ ვუმკურნალო”- ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს

72
ალექსეი ნავალნი - ფორტუნა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია მისი “ინსტაგრამის” გვერდზე გავრცელდა.

საპატიმროში მყოფი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოთხოვნა დამოუკიდებელი ექიმის მიერ გასინჯვასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.

“არ ვცვლი ჩემთან აუცილებელი ექიმის დაშვების მოთხოვნას. ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობა მეკარგება და მსურს გავიგო, რა არის ეს და როგორ ვუმკურნალო, მაგრამ ამ პროცესის პროგრესის და ყველა ვითარების გათვალისწინებით, ვიწყებ შიმშილობის შეწყვეტას. წესების თანახმად, ამას ასევე 24 დღე დასჭირდება და ამბობენ, რომ ეს შიმშილობაზე რთულიც კია. ასე რომ წარმატება მისურვეთ”.- წერს ალექსეი ნავალნი.

გაგეცინებათ, ახლა რომ მნახოთ, საკანში ჩონჩხი დაბარბაცებს: ალექსეი ნავალნი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g