LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელფასის ზრდა 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს შეეხო“ – ჯანდაცვის მინისტრი

130
ექიმები

ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ექიმების პროფესიული რეგულირების საკითხზე ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მათი შრომის პირობებისა და უფლებების დაცვაზე.

„წელს ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების მექანიზმი ექიმებისა და ექთნებისთვის. დამსაქმებლისთვის გაჩნდა ვალდებულება, რომ ექიმს ყოველ საათში აუნაზღაუროს არანაკლებ 7 ლარისა, ხოლო ექთანს – არანაკლებ 4,40 ლარისა. ამ რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხო 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს. იმისათვის, რომ აღნიშნული ვალდებულება იქნას დაცული, სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური ელექტრონული სისტემის საშუალებით რუტინულად ახორციელებს პერსონალისთვის გადახდილი ხელფასის კანონთან შესაბამისობის მონიტორინგს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

2022 წელს 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, 600 მილიონი ლარით 2,2 მლნ-ზე მეტი მომსახურება დაფინანსდა – ზურაბ აზარაშვილი

„პრაქტიკულად არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე არ შეხებია“ – ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მედიკამენტების ფასი 12.5%-ით შემცირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g