LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რატომ არიან პოლიტიკურად დევნილი ოპოზიციონერები უკრაინაში მაღალ თანამდებობეზე – გიგი წერეთელი

195
გიგი წერეთელი

საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია უნიკალურ მოვლენად, როცა ის ხალხი, ვინც წარმოადგენს ოპოზიციას, ხელისუფლების წევრები არიან უკრაინაში – ისინი კი არ უნდა ბრაზდებოდნენ უკრაინაზე და ამის გამო კი არ უნდა აფუჭებდნენ ურთიერთობებს, არამედ უნდა ცვლიდნენ იმ პოლიტიკას, რაც აქვთ ქვეყნის შიგნით“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა, რომლითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას, რომელშიც ირაკლი კობახიძე საუბრობდა უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ქართველი ოპოზიციონერების შესახებ და აღნიშნავდა, რომ ეს მისთვის სამწუხარო და უნიკალური მოცემუმულობა იყო.

„საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია უნიკალურ მოვლენად, როცა ის ხალხი ვინც წარმოადგენს ოპოზიციას ან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლების წევრები არიან უკრაინაში, ეს მართლაც არის უნიკალური მოვლენა, მაგრამ უნდა ფიქრობდნენ რატომ ხდება ეს ასე.

ისინი კი არ უნდა ბრაზდებოდნენ უკრაინაზე და ამის გამო კი არ უნდა აფუჭებდნენ ურთიერთობებს უკრაინასთან, არამედ უნდა ცვლიდნენ იმ პოლიტიკას, რაც აქვთ ქვეყნის შიგნით.

ზელენსკის გარემოცვის ქართველი წევრები - ორ მათგანს საქართველოს პროკურატურის მხრიდან ბრალი აქვს წაყენებული

ფრონტის ხაზის გარდა, ქართველები არიან საომარი მოქმედებების უკრაინის სასარგებლოდ დასრულებისთვის მოლაპარაკების მაგიდასთანაც.

როდესაც შენ პოლიტიკურად დევნი ადამიანებს და იმ ადამიანებს უფრო დიდ ქვეყანაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ნიშნავენ, ანუ ისინი არ ენდობიან იმ პროცესს, რომელსაც შენ ატარებ, არ ენდობიან შენს სასამართლოს, ხედავენ რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ამ ადამიანებს ეხმარებიან და იყენებენ მათ გამოცდილებას, ამიტომ “ქართულმა ოცნებამ” უნდა დაანებოს ოპოზიციასთან მუდმივ ბრძოლას, პირველ რიგში უნდა იფიქროს ქვეყანაზე უნდა იფიქროს იმაზე, რომ რუსეთის პოლიტიკას უნდა უპირისპირდებოდეს და არა თანამემამულე ოპოზიციონერებს.“ – განაცხადა წერეთელმა.

გვაქვს ძალიან სამწუხარო და უცნაური მოცემულობა: ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არიან, არიან უკრაინის ხელისუფლებაში: ირაკლი კობახიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g