LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებამ მთელი ზაფხული ჭრიჭინობელასავით ხტუნვა-თამაშში გაატარა და ისევ მოუმზადებელი შეხვდა მეორე ტალღას: ანა ნაცვლიშვილი

71
FORTUNA.GE- (2)

“ხელისუფლებას “ლელოს” ანტიკრიზისული გეგმა რომ გაეთვალისწინებინა, პანდემიით გამოწვეული კრიზისი ასე მძიმედ არ დააწვებოდა ჩვენს მოქალაქეებს.” – პოლიტიკური პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებას პარტიის ანტიკრიზისული გეგმა – 3,2,1 შეახსენა და თქვა, რომ მთავრობის მიერ, ამ გეგმის გათვალისწინების შემთხვევაში, ქვეყნის ათიათასობით მოქალაქე ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორი ვერ იმართება და საჭიროა, იმ ადამიანების რჩევების გათვალისწინება, რომლებსაც ამ სექტორის მართვა შეუძლიათ.

“ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფომ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კრიზისის მეორე ტალღაა და მას ჰქონდა პირველი ტალღა და ჰქონდა შუალედი, დაგროვილი გამოცდილება სწორად გაეანალიზებინა და მომზადებულიყო მეორე ტალღის სწორად სამართავად, მთელი ზაფხული ჭრიჭინობელასავით ხტუნვა-თამაშში გაატარა და ისევ მოუმზადებელი შეხვდა მეორე ტალღას.” – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, პანდემიის გამო შემოღებულმა შეზღუდვებმა ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას და საჭიროა ხელისუფლებამ გაითვალისწინოს იმ ადამიანების რეკომენდაციები, რომელთაც კრიზისის მართვა შეუძლიათ:

“საჭირო გახდა ახალი შეზღუდვების შემოღება, რომელმაც კატასტროფული ზიანი მიაყენა საქართველოს ათასობით მოქალაქეს და ძალიან რთულ შედეგებს აყენებს საქართველოს ეკონომიკას.

ჩვენ მივესალმებით, რომ 24 დეკემბრიდან დაიშვა სავაჭრო ცენტრების მუშაობა, თუმცა საჭირო იყო უფრო დროული რეაგირება მომხდარიყო. აღნიშნული შეზღუდვების შემსუბუქება არ ეხება ძალიან ბევრ სექტორს, რომელსაც სახელმწიფომ არა თუ რაიმე შეღავათი მისცა, არამედ პასუხსაც არ აძლევს, როდის და რა პირობებში მისცემს მათ ფუნქციონირების უფლებას.

იქნებ ახლა მაინც, როდესაც ასეთი მძიმე შედეგები დადგა, ახლა მაინც გავაკეთოთ ის, რომ მივყვეთ იმ ადამიანების რჩევებს და რეკომენდაციებს, რომლებსაც ესმით რა არის კრიზისის მართვა და იციან როგორ უნდა იყოს მართული ეკონომიკა და ასევე, მივყვეთ იმ ადამიანების რჩევებს, რომლებმაც ჯანდაცვის სექტორის მართვა იციან, რომ ის გაუგებარი სიტუაცია, რომელიც დღეს არის შექმნილი იქნებ ახლა მაინც გამოსწორდეს და გაკეთდეს ყველაფერი ისე, როგორც სჭირდება სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას.” – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები