“ხელისუფლების პასუხისმგებლობაა შეკითხვებს პასუხი გასცეს. ქვეყანაში, სადაც უამრავი ადამიანი კონკრეტულ საკითხს აპროტესტებს, ამაზე პასუხი უნდა იყოს, თუმცა დღემდე პასუხები არ არსებობს.” – “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა პროტესტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არ აქვს მოლოდინი, ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების ესმის.
სამნიძე აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა, რომელიც დგას, აუცილებლად გადასაჭრელია, მას ხელისუფლებამ ადეკვატურად უნდა უპასუხოს და შეკითხვებზეც პასუხი გასცეს:
“რაც უნდა პრობლებმა იყოს ქვეყანაში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა შეკითხვებს პასუხი გასცეს. ქვეყანაში, სადაც უამრავი ადამიანი აპროტესტებს კონკრეტულ საკითხს, ამაზე პასუხი უნდა იყოს, თუმცა დღემდე პასუხები არ არსებობს. ბუნებრივია, ამას მოჰყვება პროტესტი, რომელსაც ვუყურებთ, აქ სხვადასსვა ტიპის განცხადებები ისმის, მაგრამ მთავარი პრობლემა რომელიც დგას, აუცილებლად გადასაჭრელია, ეს არის ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა.” – თქვა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია გამართეს, დედაქალაქში შეკრებილმა მოქალაქეებმა ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ვადა დღეს, 12:00 საათამდე მისცეს, კარვები გაშალეს და აღნიშნეს, რომ პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.
იქნება მსვლელობა, პიკეტირება.. თბილისის ქუჩები აუცილებლად გადაიკეტება: ვარლამ გოლეთიანი