“ხელმოცარული პოლიტიკოსებისა და პარტიების განცხადებებზე კომენტარს აღარ ვაკეთებ”, – პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამ კომენტარით “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრის, გიგი უგულავს მიერ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, სადაც უგულავა წერს, რომ “ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს მათ [პოლიტიკურ] დამკრძალავ კომისიაში.
თავდაპირველად, პოლიტიკური პარტია “მოქალაქეების” წევრები გამოვიდნენ ინიციატივით, შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც მედიით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს შეისწავლის.
საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით კი „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა:
„კომისია კომისიას გაიძახიან ქოცები, კინტოები და ევროკინტოები. კი ბატონო! შემოვა ოპოზიცია პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებს კომისიაში.
თქვენს [პოლიტიკურ] დამკრძალავ კომისიაში“. – წერს გიგი უგულავა.
ცნობისთვის, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს მიმართა ოპოზიციას, ხელიდან არ გაუშვას კომისიის შექმნის შესაძლებლობა და პარლამენტში შესვლით საგამოძიებო კომისიის შექმნის ბერკეტი გამოიყენოს.
შეგახსნებთ, ჩანაწერები 6 მარტს გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. დღეს, 10 მარტს, პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება მხოლოდ ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელებაზე დაიწყო.
მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა – წულუკიანი