LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური ინტელექტის მკითხაობის შემდეგ, ქალი ქმარს დაშორდა

108
Screenshot 2025-05-14 152651

საბერძნეთში ქალმა ქმართან დაშორება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ChatGPT-მ უმკითხავა და მისი მეუღლე ღალატში ამხილა. ამის შესახებ გამოცემა NDTV წერს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ქალმა ოჯახის მომავლის გაგება გადაწყვიტა. ამისთვის მან ტრადიციულად, ყავის ნალექზე მკითხაობა მოინდომა. ყავა მიირთვა, ნალექი კი ინტერპრეტაციისთვის ხელოვნურ ინტელექტს მიანდო.

ChatGPT-მაც არც აცია არც აცხელა, ქალს უთხრა, რომ მეუღლე მომავალში ახალგაზრდა გოგონასთან უღალატებდა. უფრო მეტიც, მან შესაძლო საყვარლის ინიციალებიც ამოიკითხა. გაბრაზებულმა ქალმა ქმარი სახლიდან გააგდო, რამდენიმე დღეში კი განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი.

ქმარი შოკში იყო, თუმცა გაბრაზებულ ცოლთან ვერაფერი გააწყო.

წყვილმა ოჯახი 12 წლიანი ქორწინების შემდეგ დაანგრია.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ChatGPT ცოლ-ქმარს შორის გაუგებრობის მიზეზი ხდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ამერიკაში ქალმა 20 წლიანი ქორწინება დაასრულა მას შემდეგ რაც ნამდვილი სიყვარული ხელოვნურ ინტელექტთან იპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები