LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა – კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძეზე

104

„ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა,“ – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახი კალაძე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენებას.

კალაძის თქმით, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი.

„ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. მე მინდა გითხრათ მხოლოდ ის, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა. თუ ვინმეს აქვს რაიმე დანაშაული კანონის წინაშე, ყველას მოეთხოვება პასუხი და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე,“ – განაცხადა კალაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს უკვე შეუფარდა 5 000 ლარიანი გირაო. ფარცხალაძისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა თავად პროკურატურამ დააყენა, რაც მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g