LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხმა მივეცი ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი, ანუ საკუთარ თავს“- კანიე უესტი არჩევნებში დამარცხდა

97
safe-image

აშშ-ში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ელის. მალე საზოგადოება შეიტყობს თუ ვინ გახდება ქვეყნის პირველი პირი. სანამ  ამერიკის მოქალაქეები  დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის აკეთებდნენ არჩევანს, ყველაზე ეპატაჟურ ჰიპ-ჰოპ არტისტს, კანიე უესტს ღრმად სწამდა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა.

რამდენიმე საათის წინ, რეპერმა „ტვიტერის“ საშუალებით  ფოტოები გაავრცელა, სადაც მისი ხმის მიცემის პროცესია აღბეჭდილი. მან  ხმა საკუთარ თავს მისცა.

„ხმა მივეცი ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი, ანუ საკუთარ თავს, ღმერთს მადლობა“– წერს არტისტი.

ცოტა ხნის ინფორმაცია გავრცელდა, რომ მან 12 შტატში 57 000 ხმა დააგროვა, რეპერმა დამარცხება აღიარა, თუმცა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები