LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხმა შემოესმათ, რომ ბიჭი შველას ითხოვდა, მაგრამ ვეღარ უშველეს…“ – სოფელ ბერშუეთში, ტირიფონის არხში 30 წლის მამაკაცი დაიხრჩო

196
არხი

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთში, ტირიფონის არხში 30 წლის კაცი დაიხრჩო – ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

როგორც გამოცემა წერს, მამაკაცი სავარაუდოდ, არხში ჩავარდა. 

„მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ გაავრცელა. როგორც სოფლის წარმომადგენელმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, მამაკაცი სავარაუდოდ არხში ჩავარდა“ – წერს „ქართლის ამბები“.

გამოცემა ადგილობრივის კომენტარსაც ავრცელებს:

„ხმა შემოესმათ, რომ ბიჭი შველას ითხოვდა, მაგრამ ვეღარ უშველეს. ეს არხი ღიად მოედინება, კარგი იქნება თუ სოფლის ტერიტორიაზე მოაჯირები მაინც ექნება. მელიორაციამ გააკეთა არხი“, – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g