LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური პარლამენტში – ოპოზიცია ნინო გვენეტაძეს არაადეკვატურობაში ადანაშაულებს

59

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ხმაურის ფონზე წარიმართა. სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ომბუდსმენის ანგარიშის შესრულებასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

ნინო გვენეტაძის მისამართით ოპოზიციას კითხვები ჰქონდა უზენაეს სასამართლოს გარშემო გამვითარებულ მოვლენებსა და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით.ნიკა მელიამ სთხოვა გვენეტაძეს, დაეფიქსირებინა პოზიცია მოადგილესთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით,რომელიც, ამავდროულად, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ჩინჩალაძე პროკურატურის წარმომადგენელი იყო უზენაეს სასამართლიში.

ნიკა მელიას „ქართული იცნების“ წევრმა ფატი ხალვაშმა უპასუხა და აღნიშნა რომ „რუსთავი 2“-ის  საქმის განხილვა სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა და ტელეკომპანიის დახურვა არავის სურს.

მელიამ ხალვაშს განცხადება შეაწყვეტინა, რა დროსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მას ზრდილობის და რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.

თავად ნინო გვენეტაძემ კი განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით   სამართალწარმოება მიმდინარეობს,გადაწყვეტილება ჯერ გამოტანილი არ არის და კომენტარს არ გაკეთებს.

საპარლამენტო ოპოზიცია  აცხადებს, რომ ნინო გვენეტაძე გამოსვლისას არადაადეკვატური იყო და კითხვების უმრავლობა უპასუხოდ დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები