გავრცელდა ინფორმაცია, რომ 35 წლის რუნი მარა და 45 წლის ხოაკინ ფენიქსი მშობლები პირველად გახდებიან. ტაბლოიდების ცნობით, რუნი უკვე ორსულობის მე-6 თვეში იმყოფება.
უნდა აღინიშნოს, რომ წყვილი პაპარაცების ყურადღების ქვეშ იშვიათად ექცევა და მათ პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვართ.
შეგახსენებთ, ხოაკინმა და რუნიმ ერთმანეთი ფილმის „ის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, თუმცა, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა მოგვიანებით ჩამოყალიბდა. 2019 წელს კი წყვილი დაინიშნა.