უეფაში ჩემპიონთა ლიგაზე VAR-ის შემოღების ექსტრენულ პროექტს განიხილავენ. მანამდე, 27 სექტემბერს ითქვა, რომ ვიდეოგამეორების სისტემა ლიგაზე 2019/20 წლების სეზონიდან ამოქმედდებოდა. მაგრამ 8 ნოემბერს ჩინოვნიკებმა ვადების გადახედვის საკითხი განიხილეს.
ამის მიზეზი მსაჯების შეცდომები გახდა, რაც მთელი აუდიტორიისთვის აშკარაა. ყველაზე ნათელი მაგალითია პენალტი, რომელიც არბიტრმა რაჰიმ სტერლინგის დავარდნისთვის დანიშნა „შახტარის“ კარში“. არადა „სიტის“ ფეხბურთელი უბრალოდ გაზონს წამოედო.
ევროპა ლიგის, ერთა ლიგის, ევროპის ჩემპიონატის და უეფას სუპერთასის შესახებ ჩინოვნიკებს ჯერ კრინტი არ დაუძრავთ.