LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხონის ფსიქიატრიულიდან საავადმყოფოში გადაყვანილი 60 წლის პაციენტი გარდაიცვალა

532
1547063892-hospital-statistics

ხონის ფსიქიატრიული კლინიკის 60 წლის პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. “ჰოსპიტალ სერვისის” ექიმის ტარიელ კუხიანიძის ინფორმაციით, პაციენტი ცოტა ხნის წინ დაიღუპა.

ფსიქიატრიულის პაციენტი ქუთაისის კლინიკაში რეანომობილით მძიმე  დაზიანებებით გადაიყვანეს. ოფიციალური ვერსიით მან დაზიანება წაქცევის დროს მიიღო, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ 60 წლის ქალი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტზე განხორციელებული შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

magti 5g