„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმიანება და წერს, რომ „ადამიანის სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას“.
ბახმუტში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენება ისევ ვერ ხერხდება
„რა პოლიტიკა და რა დემოკრატია და რა იდეალები. ადამიანის სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას.
ისტორიის წიგნში რომ წაიკითხავს ბავშვი: საუკუნეების განმავლობაში ქართველები ეწირებოდენ იმპერიასთან ბრძოლას. 2022 წელს 33 ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე და ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო. ისინი კი არ გლოვობდენ. პატივით დაასაფლავეც არა, იგლოვეო. თქვი რომ სიკვდილი ცუდიაო, ოჯახს უთხარი ‘ვიზიარებო’.
და მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: ‘არ ვიტყვი’, ‘ არ დაუვალებიათ და არ ვიტყვი’, ‘ახალ წელს ნუ მიფუჭებ’ …
ჩვენი ისტორიული მეხსიერება ბევრი რამით არის დამძიმებული და ახლა ამ წუთებშიც მძიმდება და მძიმდება“, – წერს ელენე ხოშტარია.
3 დეკემბერს 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა.
რუსეთის წინააღმდეგ ომში უკვე 33 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
ბახმუტთან საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამგლოვიარო აქცია გაიმართა. “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის მერიის მიერ განთავსებულ ინსტალაციასთან „მშვიდობის ქალაქი“ შავ ლენტები შეაბეს.
საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთია უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის, რომელმაც 3 დეკემბერს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს განცხადებით მიუსამძიმრა.
დღეს, 5 დეკემბერს კი დაღუპულებს სამძიმარი გამოუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მანამდე დაღუპულთა ოჯახს მიუსამძიმრა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
პაპუაშვილი: 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია
“მთელი გულით, სულით, დაღუპული მეომრების ოჯახების წევრებთან ვართ…პირადად ვუსამძიმრებ” – გია ვოლსკი
ამავე თემაზე:
„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე