მთელი გულით, სულით, დაღუპული მეომრების ოჯახების წევრებთან ვართ, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, გლოვის ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციას.
„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გულწრფელად, უამრავი ადამიანი განიცდის. არ მეგულება არავინ – არც ხელისუფლებაში, არც მის მხარდამჭერებში, ვინც [არ განიცდის]. მთელი გულით, სულით, იმ ხალხთან, ოჯახის წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს. რასაკვირველია, პირადად მეც ვუსამძიმრებ [მათ].
ამ გლოვის ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციას, რაც მე პირადად, ჩემს მეგობრებსაც, გუნდის წევრებსაც, რაღაცნაირად გვბოჭავს, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი და პოლიტიკურ ასპექტში დავუპირისპირდე მეორე მხარეს, რომელიც უზნეოდ იქცევა.
ვერ ვიტყვი, რომ იქ გულწრფელი გლოვა არ არის, მაგრამ რეალურად ხომ ვხედავთ, რომ ამ თემის პოლიტიკური რაკურსით წამოწევა დღის წესრიგიდან არ იხსნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, 3 დეკემბერს, რუსეთ-უკრაინის ომს ერთდროულად 5 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამავე თემაზე:
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე
უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას
როდესაც 5 მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო: გია ხუხაშვილი