ბოლო დროს ხშირად გვეუბნებიან, რომ მთავარი ფაქტები კი არა, არამედ აღქმებია, შეიძლება, ისეთი ტრენდი შექმნან, რომ იფიქრო, ამ ტრენდის მიღმა არ დავრჩე, თორემ დამცინებენ, გამაბულინგებენო, – აღნიშნულის შესახებ ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა მართოს საზოგადოება და როდესაც საზოგადოებაზე ზომაზე მეტ გავლენას ახდენს რაღაც წარმოდგენები და შიშები, ეს არის უკიდურესად სახიფათო.
„ამ ბოლო დროს ხშირად გვეუბნებიან, რომ მთავარი ფაქტები კი არ არის, არამედ მთავარია აღქმები. ამ აღქმებს ქმნიან და შეიძლება, ახლა ისეთი ტრენდი შექმნან, რომ შენ იფიქრო, ამ ტრენდის მიღმა არ დავრჩე, თორემ დამცინებენ, გამაბულინგებენ, მაგინებენ და ყველაფერს გააკეთებენო. არ გვინახავს ეს თუ რა? ყოველდღე ვუყურებთ
ეს ხელისუფლებისთვისაც ძალიან საშიში ამბავია, რადგან ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა მართოს საზოგადოება და როდესაც საზოგადოებაზე ზომაზე მეტ გავლენას ახდენს რაღაც წარმოდგენები და შიშები, ეს არის უკიდურესად სახიფათო. ეს არის პიროვნების წინააღმდეგ მიმართული აქცია, რასაც ძალიან ხშირად ვხედავთ. თითქოს ხომ პიროვნების თავისუფლების ეგიდით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში სწორედ პიროვნების წინააღმდეგ არის. პიროვნებას შენ უშლი იმას, რომ თავისი აზრი ჰქონდეს, თუნდაც მცდარი. მას აქვს ამის უფლება და ეს არის დემოკრატია. შენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცადო, რომ მას ძალით გადაათქმევინო; აჯობე აზრით; არგუმენტების დაპირისპირება ჯობია ადამიანების დაპირისპირებას თოფით და იარაღით“, – განაცხადა მურღულიამ.
“არ მოკლა ბავშვი შენში” – გია მურღულია ბებიებსა და ბაბუებს 5 რჩევას უზიარებს
რა არის ადამიანის 3 ძირითადი მტერი – გია მურღულიას განმარტება
გია მურღულია: „მობილური ტელეფონის გამოყენება გაკვეთილზე უპირობოდ უნდა შეიზღუდოს..“