LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში კოვიდზე აიცრნენ „ბერმუხას“ წევრები – მათგან უხუცესი 98 წლისაა

71
222372567-1447369185643895-4560612196414436953-n

ხულოს მუნიციპალიტეტის ანსამბლ “ბერმუხას“ წევრები Covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩაერთნენ და თორმეტივე ქორეოგრაფი “ფაიზერის“ პირველი დოზით აიცრა. ,,ბერმუხას” ყველაზე უხუცესი წევრი 98 წლის მუხამედ ირემაძეა, ხოლო ყველაზე უმცროსი 69 წლის თემურ აბულაძე.

უხუცესთა ვაქცინაცია ევექსის ჰოსპიტლების – “ხულოს სამედიცინო ცენტრში” ჩატარდა. პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე დაესწრნენ.

,,გაფართოვდა იმუნიზაციის პროცესი, მაღალმთიან აჭარაში უკვე დაწყებულია “ფაიზერით” ვაქცინაცია, ასევე მიმდინარეობს ,,სინოფარმითა“ და ,,სინოვაკით“. მაგალითად ხულოში ყოველდღიური ჯავშნის რაოდენობა 100-მდეა.

აჭარაში ვაქცინაცია მიმდინარეობს 20 სამედიცინო დაწესებულებაში და ბათუმის ორ მსხვილ სავაჭრო ცენტრში. ამ ეტაპისათვის რეგიონში 64 286 დოზა ვაქცინაა
ადმინისტრირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g