LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში მანქანა ხევში გადავარდა, დაიღუპა არასრულწლოვანი

172
პოლიცია

ხულოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტომანქანაში, რომელიც გზიდან გადავარდა 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ავარია სოფელ დეკანაშვილებში მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. მანქანაში 15-17 წლის მოზარდები ისხდნენ. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი ბათუმში გადაიყვანეს, დანარჩენი ორი კი ხულოში მდებარე კლინიკაშია გადაყვანილი.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები