LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე: „რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია, უკრაინასა და რუსეთს შორის დაპირისპირება მშვიდობიანი გზით უნდა დასრულდეს, არ შეიძლება, ოკუპაციას ოკუპანტის სასარგებლოდ ჰქონდეს დასასრული“

118
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ირაკლი ღარიბაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის განცხადებებში რუსული ოკუპაციის ხსენება არ არის“.

„ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემ ქვეყანას ვნებს. მე ვარ ქართველი და მაშასადამე ქართველი“ – დიმიტრი ხუნდაძე 

ხუნდაძის განმარტებით, „მათი პოლიტიკა რეალურია და არა ვიღაცის სარგებელზე გასული“. მისივე თქმით, „რუსეთი რა თქმა უნდა, და არ შეიძლება ოკუპაციას ოკუპანტის სასარგებლოდ ჰქონდეს დასასრული“.

„ოპოზიცია გადაეჩვია ისე წაკითხვას, როგორც წერია, ისე იგებს, როგორც მას სურს – ასე არ არის, მით უმეტეს, „ხალხის ძალა“ სთავაზობს რეალურ პოლიტიკას და არა კულისებში მიმდინარეს. ჩვენ ეს საქმითაც დავადასტურეთ, როდესაც გავხსენით კულისები, როდესაც იმდაგვარი გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა, რაც საზოგადოებას ეხებოდა, საზოგადოება ამის საქმის კურსში არ იყო.

ჩვენი პოლიტიკა გრძელდება. ეს რეალური პოლიტიკაა და არა ვიღაცის სარგებელზე გასული. ჩვენ ყოველთვის ვგეგმავთ ქვეყნის სასიკეთოდ, საზოგადოების ინტერესების დაცვით და არა ვიწრო პოლიტიკური შინაარსით.

რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია. უკრაინასა და რუსეთს შორის დაპირისპირება, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტში გადაიზარდა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით უნდა დასრულდეს. არ შეიძლება, ოკუპაციას ოკუპანტის სასარგებლოდ ჰქონდეს დასასრული. მე ეს მკაფიოდ მითქვამს. ჩემთვის უმთავრესი ინტერესია ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების დაცვა.

პუტინი თავის ხელისუფლებასთან ერთად, მით უმეტეს, საქართველოსთან მიმართებით ოკუპანტია. ჩვენ ოკუპაციის ბრჭყალები უნდა გავხსნათ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და არა მხოლოდ ვიღაცის გულის მოსაფხანად გარკვეული იარლიყებით,  ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გუშინდელმა დღემ დაგვანახვა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს, რუსი იქნება ეს, ევროპელი თუ ამერიკელი – დიმიტრი ხუნდაძე  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g