„ყველგან, სადაც საჭირო იქნება და როგორც იქნება საჭირო, ისე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებასთან დაკავშირებით.
„მათთვის, ვისაც ეს ენა[დიპლომატიური] არ ესმის და მაინც რუსეთუმეობას გაიძახის.
ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემ ქვეყანას ვნებს. მე ვარ ქართველი და მაშასადამე ქართველი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამასთან, მან ოპონენტებს „რუსული თვითმფრინავების ნაწილების შემსწავლელი კომისიის შექმნაც შესთავაზა“.
„ნახევრად ხუმრობით, წინა მომხსენებელმა ვერ დაასრულა თვითმფრინავის ნაწილებზე საუბარი, მის ვარგისიანობაზე და ხომ არ დავგეგმოთ ნაწილების შემსწავლელი კომისიის შექმნა და შევისწავლოთ ნაწილების ხარისხი?“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.
ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო