LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ შეიძლება “კავკასია” გახდეს სამიზნე – რომან გოცირიძე

134
რომან გოცირიძე

“რასაც ახლა ხელისუფლება და ივანიშვილი სჩადის, ეს არის პოლიტიკური ტერორი,” – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი რომან გოცირიძე რუსთავი 2–ის ყოფილი გენერალური დირექტორის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით პროკურატურაში დაბარებას. 

რაც უფრო გადაღუნავს, მით უფრო მწარედ მოხვდება ცხვირ-პირში – ოთარ კახიძე ბიძინა ივანიშვილზე

მისივე თქმით, ქვეყნის ინტერესშია, რომ ხელისუფლება არჩევნებში დამარცხების შემდეგ არ განადგურდეს და ოპოზიციაში გადავიდეს.

მისივე თქმით,  გონიერების ფარგლებს გასცდა ის რეპრესიები, რასაც ხელისუფლება სჩადის და მისი მთავარი სამიზნე ახლა მედიაა.

“გუშინ ტვ „პირველის“ მესაკუთრე იყო დაბარებული და რა თქმა უნდა მთავარი სამიზნე უკვე არის ტვ „პირველი“ „რუსთავი2“-ის შემდეგ. ნიკა გვარამიასადმი ბრალის წაყენება, აბსურდული ბრალდებით, გაკოტრებული ტელევიზია ხელისუფლების მიერ, დაყადაღებული ორი წლის განმავლობაში, ამ ადამიანმა საკუთარი ენერგიითა და უნარებით მოიტანა დღემდე და რაღაც ფინანსურ პრეტენზიებს უყენებენ.

გამოძიების კითხვებს ყველამ უნდა უპასუხოს, არც გვარამიაა გამონაკლისი – დავით მათიკაშვილი

მათიკაშვილი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით პროკურატურაში გვარამიას დაბარებას ეხმიანება. 

ყველა ვინც კი დღეს საქართველოში არის რაიმე ფორმით პოლიტიკური წონადი, გავიხსენოთ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება, ნიკა მელიას შინა პატიმრობა და ვინც კი დაკავშირებულია თავისუფალ მედიასთან, ყველა არის ხელისუფლების სამიზნე. ხვალ შეიძლება ტვ „კავკასია“ გახდეს. ზეგ კიდევ მეორე, რომელიც არ ზის ხელისუფლების პროპაგანდისტულ ტალღაზე. ნიკა გვარამიასადმი დღეს წინასწარი პატიმრობის შეფარდება იქნებოდა საბოლოოდ დასამარება საქართველოში სასამართლო სისტემის,“-ამბობს რომან გოცირიძე.

პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი: ნიკა გვარამიას დღეს ბრალს წაუყენებენ 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g