LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლოა 13 მილიონის 70% მიეღო

139
i_3ccab5781041dee086fe0f280515e481_1656527921551468_0

ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო მიეღო ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ ტრანსფერის 70%.

რუსულმა გამოცემა Sports.ru-მა დაადგინა, რომ 2021 წელს საოპერაციო ხარჯებმა ოფიციალურად შეადგინა დაახლოებით 11 მილიონი ლარი (3.8 მლნ ევრო). ეს ძირითადი საქმიანობის ხარჯებია: ხელფასები, პრემიები, მატჩების ორგანიზება, შეკრება, გადაფრენები. 2022 წელს ციფრი 350%-ით გაიზარდა.

„დინამოს“ საოპერაციო ხარჯები 2022 წელს – თითქმის 39 მლნ ლარია (13.6 მლნ ევრო). აქედან 35 მლნ ლარი (12.4 მლნ ევრო) ჩაწერილია კატეგორიაში „ფეხბურთელები – ხელფასი და კომპენსაცია“. ეს 4.5-ჯერ მეტია, ვიდრე 2021 წელს.

რაში დახარჯა „დინამომ“ თითქმის 10 მილიონი?

ყველაზე სავარაუდოა, რომ საუბარია ხვიჩას პროცენტზე მისი გაყიდვიდან. ბათუმელებთან კონტრაქტის გაფორმებისას მას შეეძლო ეთქვა: „მე მინდა ტრანსფერის ღირებულების 70%“. ეს არის აგენტის ფულის კლუბიდან გამოტანის საშუალება – უთხრა Sports.ru-ს წყარომ, რომელიც სააგენტო ბიზნესის დეტალებში გარკვეულია.

ასეთი საშუალება – ლეგალურია?

დიახ.

შეეძლო თუი არა ხვიჩას ბათუმში მისულიყო და მსგავსი პუნქტი გაეკეთებინა კონტრაქტში? რა თქმა უნდა, შეეძლო, მით უმეტეს, რომ „რუბინიდან“ უფასოდ გადავიდა. შეეძლო „ნაპოლის“ ფეხბურთელი 13 მილიონ ევროდ ეყიდა? შეეძლო. შეეძლო ბათუმს ფეხბურთელისთვის ტრანსფერის 70% გადაეხადა? შეეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები