LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩაზე წიგნი გამოუშვეს – კვარადონა: ქართული სასწაული

152
454

ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნი გამოვიდა, რომლის სახელწოდებაა „კვარადონა, ქართული სასწაული“.

„ნაპოლიში“ არაერთ მაგარ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ დიდ დიეგო მარადონასთან არავინ შეუდარებიათ. ეს მეტსახელი ქართველმა სწორედ თამაშის წყაკლობით დაიმსახურა.

წიგნის ავტორია მწერალი ემანუელე ჯულიანელი.

იტალიელი მწერალი და ჟურნალისტი სხვადასხვა საერთაშორისო გამომცემლობებთან თანამშრომლობს. მათ შორის, წლების განმავლობაში “გაძეტა დელო სპორტისა” და “კორიერე დელა სერასთან”. სპორტულ თემატიკაზე გამოცემული აქვს 8 წიგნი, ასევე წიგნები მოზარდებისთვის.

200-გვერდიანი წიგნი 16 ევრო ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები